სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N2 სკოლაში პროექტი - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწის გადასარჩენად“ განხორიცელდა
27-04-2023
-
+


ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და პროექტები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი: „ერთად ვიზრუნოთ დედამიწის გადასარჩენად“ განხორციელდა.

პროექტში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: გოჩა ღონღაძე, აზა ცქიფურიშვილი, ზეინაბ ხიჯაკაძე, ირმა სარალიძე და ეკატერინე კობახიძე.

„ჩავატარეთ წინა საპროექტო შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება სამიზნე ჯგუფისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტში ასევე მონაწილეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის 60 მოსწავლე (VII-VIII-IX-X კლასები)

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. ასევე, დედამიწის ეკოსისტემის, მავნე ნარჩენებისაგან გარემოს დაბინძურების პრობლემის გააზრება, პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის აუცილებლობის გაცნობიერება და გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით (Powerpoint და ხელნაწერი). ვაჩვენეთ ფილმები, თუ როგორ იწვევს ადამიანის არასწორი სამეურნეო საქმიანობა დედამიწის ეკოსისტემის განადგურებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებმა მიღებული ცოდნისა და ფილმის ჩვენების საფუძველზე დაამზადეს კედლის გაზეთი.

მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ პროექტის მომზადებაში.

„საჭიროების შემთხვევაში მათ ვაძლევდით რჩევებს, რასაც ითვალისწინებდნენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნონ დედამიწის გადასარჩენად.

„მათ ასევე განუვითარდათ თანამშრომლობის, კვლევა- ძიების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, პრეზენტაციისა და პრობლემის მოგვარების უნარები. სხვა პროექტებში მონაწილეობის მზაობა გამოთქვეს“, - გვიყვებიან, სკოლაში.

იმერეთში სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ გახლავთ.

პასუხისმგებელი პირი: გოჩა ღონღაძე.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: აზა ცქიფურიშვილი; ზეინაბ ხიჯაკაძე; ირმა სარალიძე; ეკატერინე კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება