სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს
27-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს. ქართულისა და ბუნების მასწავლებლები - მარი თაბაგარი და ნათია ხუჭუა მათ დედამიწის დღის მნიშვნელობაზე, ბუნების გაფრთხილებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ესაუბრნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჯანსაღი გარემოს შექმნაში ადამიანის როლზე იმსჯელეს.

„მსჯელობის პროცესში მოსწავლეები თვითონვე მივიდნენ დასკვნამდე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი. მათ ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბეს, რომ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო, არ დააბინძურონ მდინარეები, არ მოჭრან ხეები, ტყეში არ დაანთონ ცეცხლი, არ დახოცონ ცხოველები, არ ითევზაონ აკრძალულ ადგილებში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პირველკლასელებმა დედამიწასა და ბუნების თემაზე წაიკითხეს მზია გოგნიაშვილისა და მარი თაბაგრის ლექსები.

დასასრულს, სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა მარი დავითიძემ მოსწავლეებს საინტერესო ნახატები შეაქმნევინა.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება