სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რა ბედი ელით მანდატურებს
29-08-2016
-
+


მე-12 კლასის გაუქმებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ბოლო პერიოდში ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების ახალი მინისტრი მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მე-12 კლასი არ გაუქმდება, თუმცა შინაარსობრივად გარკვეული საკითხები შესაცვლელია.

"გეტყვით როგორ არის უცხოეთში, ჩვენთან როგორ იქნება ჯერ არ ვიცი, მაგრამ გეტყვით მე რისი მომხრე ვარ. დაწყებითში ბავშვი სწავლობს თამაშ-თამაშით. შუალედში სწავლობს ნიშნებით და ამთავრებს სკოლას. თუ არ უნდა უმაღლესი, აქ დამთავრდა. თუ სწავლის გაგრძელებას აპირებს, შედის კოლეჯში და იქ არის "საშინელი სწავლა". მე ვფიქრობ, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები შეიძლება იყოს ბოლო ტრამპლინი უმაღლესისკენ, მაგრამ ამასაც საჯარო განხილვა უნდა. ტექნიკურად შექმნეს, მაგრამ რადგან რეპეტიტორი არის ტრამპლინი, რეპეტიტორი ეკონკურენტება მეთორმეტე კლასს და უგებს. ჩვენ თუ ხარისხს გავზრდით, ამის იმედიც მაქვს, რომ ამდენი რეპეტიტორი იქნებ არ დასჭირდეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროცესი გრძელვადიანია და წელს და მომავალ წელს ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.

ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის რებრენდინგსაც გეგმავს. მინისტრი მანდატურის სამსახურში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.

"მანდატურებს აშკარად სჭირდება რებრენდინგი. მე მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ "შენ გაჩვენებ სეირს". ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუ ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"მაგრამ ბუას იმიჯი, თუნდაც ფორმა, რომელიც პოლიციისას ჰგავს, დარჩა. სიტყვა მანდატური ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ასეთი უცხო სიტყვა რომ შემოგაქვს, კომენდანტის "ბიძაშვილი იქნება". მე რომ მომახერხებინა მანდატურს პარალელურად მიჰყავდეს რაიმე წრე, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოება, ბავშვებთან მეგობრობა დამყარდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან კიდევ ერთი მიზეზი განმარტა, რის გამოც სამსახურის რებრენდინგი სურს. მისი თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაცემა დაიწყო. მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად ჟღერს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თუკი გარკვეულ საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.

მინისტრის განმარტებით საკითხის კარგად ჩამოყალიბებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება