სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ლექსები, რომელიც დედაენის დღისთვის შეგიძლიათ, მოსწავლეებს ასწავლოთ
10-04-2023
-
+


საქართველოში 14 აპრილი დედეანის დღეა. ის 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წელს განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული, როდესაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციებმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, როგორც წესი, სკოლებში ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 

12 იდეა დედაენის დღის აღსანიშნად - რა აქტივობები შევთავაზოთ მოსწავლეებს?


Etaloni.ge გიზიარებთ იმ ლექსებს, რომლეთა ცოდნაც მოსწავლეებს დედა ენის დღეს გამოგადგებათ.

ქართული ენა - ლადო ასათიანი

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, 
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა 
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა, 
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება 
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, 
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს 
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში 
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ 
და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან…

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, 
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

ენა ქართული - მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?! 
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!


დედაენა - თამაზ ჭილაძე

ირმის რძეში გაგაბანა,
დაგასწავლა ანა-ბანა,
სახრე მოგცა, ქალამანი,
მზესთან სიტყვა დაგაბარა,
გაგატანა დედის ცრემლი,
ლოცვა - საგზლად გამოკრული,
აგაშორა ავი თვალი
მოღალატის და ორგულის.
შეგაძულა მტრობა-შური,
სიყვარული წამიერი,
წახვედი და გაიზარდე,
როგორც მრავალჟამიერი.

ქართულო ენავ - მირიან იორამაშვილი

დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...

უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნეებს სიცოცხლედ ერთვი
და კვლავ მიითვლი ერთგულ ზვარაკებს.

ტკბილსურნელი აქვს შენს ხმებს და ფერებს,
და რიჟრაჟული ღიმილის ჩენა...
შოთაის, ვაჟას, ილიას მერე,
მე რა ვთქვა, ჩემო ფრთიანო ენავ?

 

მე ყველაფერს მირჩევნია - ხუტა ბერულავა

აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება