სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სამყარო ჩემთვის საკლასო ოთახიდან დაიწყო, როდესაც პირველად შევაბიჯე იქ“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაყვალა მანწკავა
28-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნობთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.

ხანდახან, ჩვენ, უფროსებს, გვავიწყდება, როგორები ვიყავით წლების წინ. არადა, მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს, სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. ბავშვებმა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები და სხვათა შორის, სოციალური ქსელების არარსებობის „ხანაში“ მეგობრობის დღიურებიც ჰქონდათ.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ხელვაჩაურის მუნიციპაიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაყვალა მანწკავამ შეავსო.

- გაიხსენეთ სკლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- პირველ კლასში, პირველ სექტემბერს ჩემი ჭაღარა, სანდომიანი მასწავლებელი რომ დავინახე, მეგონა სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდა.

როგორც მასწავლებელი, პირველად რომ შევაბიჯე საკლასო ოთახში ფეხი, მივხვდი, რომ სამყარო ჩემთვის აქედან იწყებოდა და დღემდე ასე ვფიქრობ.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:  

- ვაჟა ფშაველა.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- „დიდოსტატის მარჯვენა“.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ჩემი პირველი მასწავლებელი, იმდენად მზრუნველი და კეთილშობილი ადამიანი იყო, რომ მასზე მეტად სხვა მასწავლებლის შეყვარება ვერ შევძელი.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- არასოდეს მიფიქრია სხვადასხვა პროფესიაზე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი, კიდევაც გამიმართლა.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსი ვარ, ქართული ენა და ლიტერატურა უფრო მიყვარს.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- გახსოვდეთ საიდან მოდიხართ, უკადრებელი არასოდეს იკადროთ, ყოველთვის გაგაჩნდეთ მადლიერების გრძნობა.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- მე ჩემი ქვეყნის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიამოვნებით ვიმოგზაურებ, თუნდაც მეასედ.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ პასუხისმგებლიანი, მზრუნველი, შრომისმოყვარე, ემოციური.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- გამორჩეულად მიყვარს ახალი წელი, საახალწლო სამზადისი ბავშვობას მაგონებს, ოჯახური ტრადიციების გაგრძელების და გამოხატვის საშუალებას მაძლევს.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- სამყაროს დამშვიდებას.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, როდესაც ვახერხებ, ვკითხულობ თანამედროვე ლიტერატურას.

- რაზე ოცნებობთ?

- ვვოცნებობ გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოზე, სადაც ჩვენი მომავალი თაობა ბედნიერად იცხოვრებს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება