სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დიდი ენთუზიაზმით ვასწავლი ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს სახელმწიფო ენას“- სულიკო ხოზრევანიძე, თეჯისის საჯარო სკოლის მასწავლებელი
23-03-2023
-
+


მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ. 

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა სულიკო ხოზრევანიძემ უპასუხა. 

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა/პედაგოგმა?

- პირველივე დღეს მომივიდა ჩხუბი თანაკლასელთან, რომელიც საუკეთესო მეგობარი გახდა შემდეგ.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- ნიკოლოზ ბარათაშვილი.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- „მონანიება“.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ისტორიის მასწავლებელი, იმ დროისთვის ისეთი მიდგომა ჰქონდა მოსწავლეებთან, რომელიც დღეისთვისაა დანერგილი განათლების სისტემაში.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- მინდოდა გამოვსულიყავი პედაგოგი, იმიტომ რომ არ მომწონდა უმრავლესი მასწავლებლების მიდგომა მოსწავლეებთან მიმართებაში.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქართული, როგორც მეორე ენა. დიდი ენთუზიაზმით ვასწავლი ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს სახელმწიფო ენას.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- სწავლა, სამშობლოს სიყვარული და მასწავლებლის პატივისცემა.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- მკაცრი, მომთხოვნი, თუმცა დამთმობი.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- 3 და 8 მარტი.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- შვილიშვილის დაფინასებას ყველაზე პრისტიჟულ სკოლაში სასწავლებლად.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ვკითხულობ, ვერთობი შვილიშვილთან ერთად.

- რაზე ოცნებობთ?

- გამოვზარდო ბევრი განათლებული თაობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება