| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ.
„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.
დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა, მე-12 კლასის დამრიგებელმა ნინო არძენაძემ შეავსო.
- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?
- სკოლის პირველი დღე, როგორც მოსწავლისათვის, მახსენდება უჩვეულო ემოციებით სავსე დღედ. უკვე დიდი და ჭკვიანი მეგონა ჩემი თავი. ყველა ამხანაგს ვაცნობდი სკოლას, საკლასო ოთახებს თუ ჩვენს გარშემო მყოფებს, რადგან შინაურ გარემოში ვგრძნობდი თავს. დედა სკოლაში მუშაობდა და ფაქტიურად სასკოლო ცხოვრება ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობი იყო. ბევრი ვიცოდი უკვე ჩემი ასაკის ბავშვებთან შედარებით და ასე მეგონა, სამყარო დავიპყარი.
როგორც მასწავლებელი, პირველი გაკვეთილების ჩასატარებლად ისევ ისეთი ემოციით ვემზადებოდი, ოღონდ ეხლა პასუხისმგებლობა იყო ძალიან დიდი და თან შიში იმისა, თუ როგორ მიმიღებდნენ ბავშვები და როგორ გავართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას მე. მეშინოდა, ისეთ კითხვას ხომ არ დამისვამენ, რაც არ მეცოდინებოდა, მაგრამ ცოდნა არ იკარგება და მოსწავლეებმა ძალიან კარგი შეფასება გამიკეთეს, რამაც მოტივაცია ამიმაღლა და საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცა. მახსოვს მოსწავლეთა მშობლებიც რომ მეუბნებოდნენ, შეგაქეს მოსწავლეებმაო-მეგონა უფრო გავიზარდე, უფრო ავმაღლდი...
- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი;
- ყაზბეგი, აკაკი წერეთელი და გალაკტიონი. სხვაც ბევრი და უამრავი.
- თქვენი საყვარელი წიგნი;
- აკაკის ლექსები და უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?
- ყველა თავისებურად მიყვარდა იმიტომ, რომ მშობლიურ სითბოს და სიყვარულს ვღებულობდი მათგანაც. განსაკუთრებით დამრიგებელი - ისტორიის სპეციალისტი ნაილე არძენაძე. მას სიახლეები შემოჰქონდა სკოლაში, ჩვენი მეგობარი იყო, ჩვენთან ერთად იზიარებდა სიხარულს თუ წყენას. ჰუმანური, გამგებიანი და სამართლიანი, ასევე, პირდაპირი ადამიანი იყო და მე მომწონდა მასში ეს.
- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?
- ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა იმიტომ, რომ სკოლა და წიგნები მიყვარდა ძალიან.
- თქვენი საყვარელი საგანი;
- ბუნება, საქართველოს ისტორია, ქართული, ანატომია, ასტროლოგია - მაშინ ისწავლებოდა მათემატიკა (ხელოვნებაზე აღარ ვსაუბრობ).
- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?
- სად იმოგზაურებდით და რატომ?
- პირველ რიგში, საქართველოს ყველა კუთხეს მოვინახულებდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მსგავსი სილამაზე და სიმდიდრე არ მეგულება არსად! აქეთ მთა და იქეთ ბარი, ზღვა, ბუნება, წყალი, მდიდარი მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლებით, რომლებიც მრავლადაა ჩემს ქვეყანაში და შემდეგ კაბადოკიას. წმინდა ნინოს სამშობლოს...
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
- ლიდერის თვისებებით, გაბედული, ემპათიური, ყურადღებიანი, მეგობრული, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ, აქტიური, ხალისიანი, მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარული.
- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?
- აღდგომა და ახალი წელი. ახალი იმედებით ვივსები.
- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?
- მშვიდობა და სიყვარული მეფობდეს დედამიწაზე და მარადიულ ახალგაზრდობას ძველბერძნებივით.
- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- სიახლეებს ვეცნობი, მუდამ ძიებაში ვარ.
- რაზე ოცნებობთ?
- მქონდეს საკუთარი სახლი და დავტკბე შვილების ბედნიერებით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ