სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იყვნენ თავისუფალნი და მიზანდასახულნი, არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი“ - ცხუმარის საჯარო სკოლის პედაგოგ თეა გვარმიანის სამი მთავარი რჩევა მოსწავლეებს
22-03-2023
-
+


როგორია სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების სურვილები, როგორი ცხოვრება აქვთ სკოლის მიღმა და რა არი მათთვის საოცნებო? - ეს ის თემებია, რომლებიც სხვა რაკურსით დაგვანახებს მასწავლებლებსა და დირექტორებს, გვაჩვენებს მათ ბავშვურ, ფერად სამყაროს, რომელზეც თითქმის არასდროს საუბრობენ მოსწავლეებთან.

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ხშირად ჩვენთვის საყვარელი მასწავლებლები, მხოლოდ აკადემიურ სამოსში გამოწყობილნი, ცარცითა და წიგნებით ხელში წარმოგვიდგენია, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორია მათი შინაგანი ბუნება, სადაც არც არავის ასწავლიან და არც სკოლის ხელმძღვანელები არიან.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა გვარმიანმა შეავსო. 

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე, როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა/დირექტორმა:

- როცა გავხდი ექვსი წლის და სკოლაში პირველად წამიყვანა დედამ, მქონდა არაერთგვაროვანი შეგრძნებები: თან მიხაროდა, თან ინტერესი მქონდა და თან დედის გარეშე დიდხანს ყოფნის შიში...

საბოლოოდ ძალიან შემიყვარდა ეს პროცესი, რაც განაპირობა არაჩვეულებრივმა პედკოლექტივმა და ძალიან მეგობრულმა თანაკლასელებმა.

პროფესიის მიღების შემდეგ, როცა სკოლაში მუშაობა დავიწყე თითქმის მსგავსი შეგრძნებები მქონდა - რაც სკოლის პირველ დღეს: ძალიან მიხაროდა, თან ცოტა შიშის შეგრძნებაც მქონდა, რადგან მომავალი თაობის აღზრდა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, თუმცა დღესდრეობით  ბავშვებთან მაქვს ძალიან მეგობრული და წარმატებული ურთიერთობა.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- კონსტანტინე გამსახურდია და ვაჟა ფშაველა.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- დავით აღმაშენებლის ტეტრალოგია.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ძალიან მიყვარდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, მისი ყველა გაკვეთილი დღესასწაული იყო ჩემთვის, ბუზის გაფრენას გაიგონებდით მის გაკვეთილზე, არა იმიტომ რომ მკაცრი იყო, არამედ იმიტომ რომ გამორჩეულად გადმოცემის უნარი ჰქონდა. არავის არ უჩნდებოდა ხმაურის სურვილი. ვუსმენდით და ვმოგზაურობდით ქართული პოეზიის სამყაროში...

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი მომღერალი, რადგან ისინი ხალხის დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქართული ენა და ლიტერატურა.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- 1. იყვნენ თავისუფალი; 2. არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი; 3. იყვნენ მიზანდასახულნი.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ძალიან მაინტერესებს იერუსალიმი, რადგან ის ერთის მხრივ არის მსოფლიოს კულტურული და რელიგიური ცენტრი და მეორეს მხრივ ძალიან დიდი სურვილი მაქვს მოვილოცო მაცხოვრის საფლავი.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ პრინციპული, ინოვაციების მოყვარული და საკმაოდ ემოციური.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- გამორჩეულად მიყვარს შობის დღესასწაული, რადგან ამ დღეს მაცხოვარი იშვა დედამიწაზე.

- ნატვრის თვალი, რომ გქონდეთ რას ინატრებდით?

- ვინატრებდი, რომ დედამიწაზე არსად, არასდროს არ იყოს ომი.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ვქმნი სასკოლო რესურსებს ან შვილებთან ერთად ვერთობი.

- რაზე ოცნებობთ?

- ერთიან საქართველოზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება