სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გადათამაშდა ქულები...“ - რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდაზე
17-03-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თბილისში რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩაატარა, სადაც მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა თევდორაძემ, ყველა ის დეტალი განმარტა, რომელიც აპლიკანტებს კონკრეტული საგნის ჩაბარებისას გამოადგებათ.

სპეციალისტის განმარტებით, არსებითი ცვლილება არ შესულა, თუმცა მათემატიკის ტესტს 4 ღია დავალება მოაკლდა:

„პროგრამა არაა შეცვლილი, ჯამური ქულაც იგივეა, ბარიერი კვლავ 11 ქულაა; გადათამაშდა ქულები: 4 ღია დავალება მოვაკელით“;

ცნობილია, რომ 2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი,  კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).

ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

თევდორაძემ ასევე განმარტა, თუ რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები მათემატიკის საგნის გამოცდისას:

„გავრელებული შეცდომა - აკურატულად არ წერენ, არადა, წაკითხვას უნდა ექვემდებარებოდეს ნაშრომი; მკაფიოდ უნდა ჩანდეს ამოხსნის გზა; ასევე ხშირად წერენ პასუხებს არასწორ ადგილზე; გასწორების სისტემა ისეა, რომ 1 გამსწორებელი ასწორებს 1 დავალებას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება