სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სასწავლო გაჩერებები - როგორ დავგეგმოთ და როდის გამოვიყენოთ მეთოდი?
21-03-2023
-
+


სასწავლო გაჩერებები - ესაა სახალისო აქტივობა, რომლის მიხედვითაც, საკლასო ოთახში მერხები ისე უნდა დალაგდეს, რომ გაჩერებების ფუნქცია ჰქონდეთ. მოსწავლეები კი ყოველ გაჩერებაზე განსხავებულ სამუშაოს შეასრულებენ.

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა დააჯგუფოს. ჯგუფებს თითოეულ გაჩერებაზე უნდა დახვდეთ შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია. აუცილებელია, პედაგოგმა წინასწარ დაგეგმოს, რამდენი წუთი დაეთმობა თითოეულ გაჩერებაზე შესასრულებელ დავალებას. ერთ გაჩერებაზე შესრულებული დავალების შემდეგ ბავშვებმა შემდეგ გაჩერებაზე უნდა გადაინაცვლონ.

„სასწავლო გაჩერებების“ გამოყენება შეიძლება როგორც ახალი თემის ახსნის ეტაპზე, როდესაც მოსწავლეებს მასალის ასათვისებლად მრავალფეროვანი აქტივობები სჭირდებათ, ასევე შესწავლილი თემის სიღრმისეულად გააზრების მიზნით.

„სასწავლო გაჩერებების“ დროს მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ ინდივიდუალურ სამუშაოს. მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს აქტივობა, რომ ჯგუფის თითოეული წევრი დავალების შესრულებაში ჩართული იყოს. „გაჩერებებზე“ დავალებები უნდა იყოს როგორც ჯგუფური ასევე - ინდივიდუალური.

რას აკეთებს მასწავლებელი აქტივობის დროს?

როდესაც მოსწავლეები სასწავლო გაჩერებებზე მუშაობენ, პედაგოგმა საკლასო ოთახში უნდა იაროს და თვალი ადევნოს მოსწავლეთა ჩართულობას. შესაძლოა, მოსწავლეებს ჰქონდეთ კითხვები, მასწავლებლის პასუხი კი მათ მიმართულებას მისცემს. პედაგოგს თავადაც შეუძლია ჯგუფებთან ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც ბავშვებს დააფიქრებს და დავალების შესრულებას გაუმარტივებს.

რა სირთულეს შეიძლება შეხვდეთ „სასწავლო გაჩერებების“ დაგეგმვისას?

„სასწავლო გაჩერებების“ დაგეგმვა მარტივი არაა და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ აქტივობა დაგეგმეთ, კარგად უნდა გაწეროთ გაკვეთილის გეგმა და ინსტრუქციები, მოამზადოთ რესურსები და სამუშაო ფურცლები. გარდა ჩამოთვლილისა, აქტივობა მოითხოვს საკლასო სივრცის შეცვლასაც (მერხების გადაადგილება „გაჩერებების“ მიზნით). ექსპერტები „სასწავლო გაჩერებების“ ხშირად გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევენ. ის შეიძლება დაგეგმოთ რამდენიმე კვირაში ერთხელ.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება