სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განრიგი ოფიციალური სახით გადაეგზავნება თითოეულ სკოლას“ - ინფორმაცია დირექტორებისა და პედაგოგებისთვის
15-03-2023
-
+


მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები უკვე შევიდა, ცნობილია, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველების პრაქტიკული საქმიანობა ორდონიანი პორტფოლიოთი შეფასდება და გამოცდაჩაბარებული პედაგოგები სტატუსებს მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. თუმცა სწორედ პორტფოლიოს დონეებმა გამოიწვია ბევრი კითხვა, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლის სახლმა პედაგოგიურ საზოგადოებასთან შეხვედრები დააანონსა.

ცნობილია ისიც, რომ შეხვედრები 20 მარტიდან დაიწყება, თუმცა განრიგი საჯაროდ არ გამოქვეყნდება.

როგორც ოფიციალურ უწყებაში განმარტავენ, დეტალურ ინფორმაციას სკოლების ადმინისტრაციას მიაწვდიან და შეხვედრებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთანაც ჩაატარებენ, სადაც სტატუსების მომლოდინე მასწავლებლები არიან დასაქმებულნი:

„საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება წამყვანი და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების წინაპირობას. ასევე იმ სკოლების დირექტორებისთვის, სადაც ეს მასწავლებლები არიან დასაქმებულნი.

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, teams-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრების ზუსტი განრიგი, ოფიციალური სახით, გადაეგზავნება თითოეულ სკოლას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება