სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

წიგნები, რომლებიც 7-8 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი
06-06-2018
-
+


Etaloni.ge გთავაზობთ სამ წიგნს, რომელიც 7-8 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 

1. ე.ბ. უაითის „
შარლოტის ქსელი“

„შარლოტის ქსელი" ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. უილბურს ობობა შარლოტი შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს: თურმე გოჭის სიცოცხლე საფრთხეშია - მალე ვიღაცის თეფშზე ბეკონად ამოყოფს თავს. შარლოტი გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ იხსმას სიკვდილისგან უილბური. ამ გეგმის განხორციელებაში მას ბოსლის ერთ-ერთი ბინადარი, ვირთხა ტემპლტონი ეხმარება. მთარგმნელთა ჯგუფი: ციცო ხოცუაშვილი, ბექა არაბული.

2. ე.ბ. უაითის „სტიუარტ ლითლი“ 

სტიუარტ ლითლი ჩვეულებრივი თაგვი როდია. მორიდებული და ფიქრიანი სტიუარტი თავგადასავლების დიდი მოყვარული გახლავთ. როცა მისი საუკეთესო მეგობარი, პაწია ჩიტუნა, სახელად მარგალო, სადღაც გაქრა, სტიუარტი გზას გაუდგა და თავგადასავლებისა და მარგალოს საძებრად გაემართა. ნეტავ, იპოვის თუ ვერა?

3. ე.ბ. უაითის „გედის საყვირი“

თეთრი გედი ლუი მესაყვირე გედების ოჯახში ცხოვრობს. მისი და-ძმები მხიარული კუჭკუჭითა და ყივილით ავსებენ არემარეს, ლუის კი ეს არ შეუძლია – უხმო მოევლინა ქვეყნიერებას. ლუის ძალიან უნდა, სასიყვარულო ბალადები უმღეროს სერენას – ულამაზეს გედს მთელ ტბაში, მაგრამ არაფერი გამოსდის. სატრფოს გულის მოგებაში მას წერა-კითხვის ცოდნაც კი ვერ ეხმარება... ბოლოს ლუის მამა გადაწყვეტს შვილის დახმარებას და მითვლის ნამდვილ თითბერის საყვირს მოიპარავს. ლუი ბედნიერია. სჯერა, რომ ახლა შეძლებს, სერენას თავი შეაყვაროს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება