სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

„პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა რეაგირების მექანიზმი არ გვაძლევს ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას“
22-02-2023
-
+


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცველი უწყებებისთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები შექმნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შეიქმნა პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა რეაგირების არსებული მექანიზმი არ იძლევა ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას -  „აღნიშნული მიმართულებით მთელ მართლმსაჯულების სისტემას, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, სოციალურ სამსახურს და განათლების სისტემას ერთობლივი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება