სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეცდომა, რომელიც გამოცდაჩაბარებულ მასწავლებელს სამსახურის გარეშე ტოვებს - 60-კრედიატინი პროგრამის გავლის მიუხედავად, მას უფროსის სტატუსი არ ენიჭება
09-02-2023
-
+


მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებლია, რომელმაც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა უმაღლეს ქულაზე, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიატიანი პროგრამაც გაიარა და სკოლაში მუშაობის დაწყების შემდგომ აღმოაჩინა, რომ მასწავლებლის სახლი უფროსი პედაგოგის სტატუსს არ ანიჭებს... პრობლემა, რომლის წინაშეც პედაგოგი აღმოჩნდა განათლების კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მას უფლება არ  ჰქონდა 60-კრედიტიანი პროგრამა გაევლო, რაც თავის მხრივ მასწავლებლის სახლს, მისთვის სტატუსის მინიჭების ნებას არ აძლევს.

როგორც მელანია დოლიძე etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი 2006 წელს აიღო, სადაც მითითებულია, საშუალო პროფესიული განათლების სრული კურსი, თუმცა მისი კურსელის შემთხვევაში, რომელმაც დამთავრებისთანავე აიღო დიპლომი, არ არის ნახსენები „პროფესიული განათლება“ და ფაკულტეტი გათანაბრებულია უმაღლესი განათლების ხარისხთან.

„მე მაქვს დამთავრებული 1995-1999 წლებში ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯი. მიმართულება - დაწყებითი განათლება პედაგოგიკა და მეთოდიკა. დიპლომში მიწერია დაწყებითი კლასის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ვარ ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების წევრი გახლდით, შესაბამისად ჩავაბარე 10 კრედიტი და დავადასტურე სპორტის კომპეტენცია. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 60-კრედიტიან პროგრამაზე სპორტის განხრით, პროგრამა გაიარე და სკოლაში გასაუბრების წესით ამიყვანეს სპორტის მასწავლებლად. სწორედ აქ იწყება პრობლემა, სკოლა აგზავნის დოკუმენტაციას მასწავლებელთა სახლში და პასუხი მოდის უარი იმ მიზეზით, რომ ჩემი დიპლომის საფუძველზე მე არ მქონდა უფლება მესწავლა 60-კრედიტიან პროგრამაზე, თუმცა ვისწავლე და დავამთავრე.

სამი თვეა, რაც ამ უსამართლობას ვებრძვი მარტო და უშედეგოდ. მე მთელი სამი წელი დავკარგე იმაში, რომ მოვმზადებულიყავი, 10 კრედიტქულით დამედასტურებინა კომპეტენცია და 60-კრედიტიან პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩავრიცხულიყავი, თუმცა გამოვიდა რომ სრულიად უშედეგო იყო ეს ყველაფერი“- გვიყვება მელანია.

ცნობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების მიხედვით, პროგრამის გავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. იმის გათვალისწინებით, რომ მელანიას პროფესიული განათლების ხარისხი ჰქონდა, უპრობლემოდ ჩაირიცხა და გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

საკითხის გასარკვევად, რატომ მისცა უნივერისტეტმა მელანიას უფლება მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაევლო შეუსაბამო განათლების საფუძველზე? - etaloni.ge-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, 60-კრედიტიანი პროგრამის განმახორციებელს მიმართა, რომელმაც აღნიშნა:

„მელანიას სხვა პროფილით ჰქონდა განათლება მიღებული, საგანი სპორტული მიმართულებით ჩააბარა და ჩვენთანაც სპორტის განხრით გაიარა პროგრამა. ჩვენ ვესაუბრეთ მელანიას, ავუხსენით, რომ  გაიპარა შეცდომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ  სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს უფლება აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის“.

საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსაც დაუკავსირდა რომელიც პასუხისმგებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე. უწყებაში განგვიმარტეს,რომ თუ მელანიას დიპლომი არასწორად გაიცა, ხარვეზის გამოსასწორებლად ცენტრს პირადად უნდა მიმართოს განცხადებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„103-ე საჯარო სკოლა ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას!“

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება