სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიამ სხვისი შრომის დანახვა და დაფასება მასწავლა“- რუსუდან კაკალაძე, აჭის საჯარო სკოლის დირექტორი
31-01-2023
-
+


რუსუდან კაკალაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის საკუთარ საქმეზე შეყვარებული დირექტორია. როგორც თავად გვიყვება, პროფესიამ სხვისი შრომის დანახვა და დაფასება, წარსულის ანალიზი, სიახლეების ძიება და დანერგვა ასწავლა. მისთვის ცხოვრების მთავარ პრინციპად იქცა, რომ დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის არ გადადოს. სწორედ ეს თვისებები აქცევს მას წარმატებულ ხელმძღვანელად. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ რუსუდან კაკალაძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ძალიან ემოციური, პასუხისმგებლიანი, საკუთარი თავისადმი ზედმეტად მომთხოვნი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- კარგი დიასახლისი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- მიმტევებლობა. სხვებზე ზრუნვა, სხვისი შრომის დანახვა და დაფასება, შორსმჭრეტელობა, სიახლეების ძიება და დანერგვა, წარსულის ანალიზის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ტარიელ ქათამაძე.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის არ უნდა გადადო.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- გამარჯობათ, როგორა ხართ.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- რა ვერ გავაკეთე ისე რაც უნადა გამეკეთებინა?

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება