| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლას თავის საქმეზე შეყვარებული ხელმძღვანელი ჰყავს. პასუხისმგებლობა და სასკოლო საზოგადოებაზე მუდმივი ზრუნვა ის თვისებებია, რომლებიც ბადრი დავითაძეს წარმატების მიღწევაში ეხმარება. როგორც თავად აღნიშნავს, რომ არა დირექტორი, იქნებოდა რიგით მასწავლებელი. მისი ჰობია მოგზაურობა, შესაბამისად ხიბლავს მეზღვაურისა და გიდის პროფესიაც.
ბადრი დავითაძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც ...
- პასუხისმგებლიანი, მაგალითის მიმცემი და მზრუნველი ხელმძღვანელი... ოღონდ, საკუთარი თავის დახასიათებისას ქვეცნობიერში არ უნდა შეგრცხვეს.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ვიქნებოდი რიგითი მასწავლებელი ან მეზღვაური; გეოგრაფია, ბუნება, მოგზაურობა ჩემი ჰობია, შესაბამისად შეიძლება გიდობაზეც მეფიქრა.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- შემძინა ადამიანის ამოცნობის, ბავშვებთან განსაკუთრებული ურთიერთობისა და მუდმივი სწავლის უნარი.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- კოლეგა დირექტორებიდან ერთს ვერ დავასახელებდი, ალბათ რამდენიმეა ვისაც განსაკუთრებულად ვაფასებ, ვიზიარებ მათ აზრებს; კერძოდ ტარიელ ქათამაძე, მიხეილ ხალვაში, ლევან ვერულიძე....
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- სკოლაში ხანგრძლივმა მუშაობამ დამიგროვა უდიდესი გამოცდილება სასკოლო თემთან თანამშრომლობისა, შემძინა გუნდური მუშაობის უნარები, ემოციურ-აფექტური ხასიათებიდან გადამიყვანა გაწონასწორებულ
რელსებზე...
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ჩემი საყვარელი ფრაზაა: ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა გამოუსწორებელი შეცდომით არ უნდა ისწავლი.
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში შეკითხვას ვიწყებ საკუთარი თავიდან - რატომ?
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას