სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რომ არა დირექტორი ვიქნებოდი მხოლოდ მასწავლებელი“- დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური
24-01-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური, წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ლეილა აფციაურთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ჩემს თავს დავახასიათებ, როგორც მებრძოლ პიროვნებას, რომელსაც არ ეშინია წინააღმდეგობების და პირიქით მათი გადალახვით უფრო ძლიერდება.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- რომ არა დირექტორი ვიქნებოდი მხოლოდ მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- ვინაიდან დირექტორობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია, უფრო მეტად გამიძლიერდა პასუხისმგებლობის გრძნობა, თავს მოვალედ ვთვლი ვიზრუნო სკოლის განვითარებაზე, სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე, რის გამოც არ შეიძლება მოვდუნდე და შევწყვიტო პროფესიული განვითარება.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- კოლეგების აზრს ყოველთვის ვიზიარებ... გამორჩეულად ვერ დავასახელებ ვერც ერთ დირექტორს.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- „რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“, მე ყველა წინააღმდეგობამ, რომელიც დავძლიე, რაღაც ეტაპზე გამაძლიერა და დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა მომავალში ცხოვრება.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- მიყვარხართ!

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება