სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რგანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ავეჯის დამზადების პროცესს გაეცნენ
24-01-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ოჰანას“ წევრებმა ავეჯის საამქრო მოინახულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტი საინტერესო, დასამახსოვრებელი, კრეატიული და პროდუქტიული აღმოჩნდა. მოსწავლეები ავეჯის დამზადების ხელოვნებას ადგილზე გაეცნენ.

გაიაზრეს ის საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომლებსაც მოსწავლეები, ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად, სკოლაში უნდა დაეუფლონ.

საამქროს ხელოსნებმა - ემირი ცერცვაძემ და ირაკლი აბესაძემ, მზაობა გამოხატეს კლუბის მიერ დაგეგმილი პროფორიენტაციული პროექტის - „სწორად დაგეგმილი მომავალი წარმატების გარანტი“,  ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობის მხარდაჭერაზე.

მოსწავლეებმა მათი დახმარებით, პროექტის დასკვნითი ღონისძიებისთვის, ნარჩენი მასალებისგან ადგილზევე დაამზადეს: ჩიტის ბუდეები, სკამები და ძაღლის ბუნაგი. როგორც გვიყვებიან, ყველა ნაკეთობა გაფორმდება და მოიხატება პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების ლოგოებით.

„სამოქალაქო კლუბ „ოჰანას“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის მხარდამჭერებს: USAID-ს, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის - „თაობათა დიალოგი“ კოორდინატორ ეკატერინე მარუქაშვილს; „იმედი79“ - ავეჯის საწარმოს დირექტორ ალიკა ხვედელიძეს, ხელოსნებს - ემირი ცერცვაძესა და ირაკლი აბესაძეს; რგანის საჯარო სკოლის დირექტორ - მაია მეგრელი“, - აღნიშნავს სამოქალაქო კლუბის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება