სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩატარდება თუ არა დიაგნოსტიკური ტესტირება სკოლებში - მარიამ ჩიქობავას განმარტება
23-01-2023
-
+


დიაგნოსტიკური ტესტირება საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წლის ბოლოს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩატარდება თუ არა აღნიშნული ტესტირება და როდის - etaloni.ge-სთან დეტალებს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა განმარტავს:

„გვინდა, დიაგნოსტიკური ტესტირება ჩავატაროთ და იქნება აუცილებლად... რაც შეეხება გადადების მიზეზებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რესურსცენტრებთან, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან... გარკვეული პანიკა მოჰყვა ანონსს, ბავშვებიც დაიზაფრნენ და ამიტომ ვამჯობინეთ, გადაგვედო.

არადა, განვმარტეთ, რომ სამინისტრო არავის ამოწმებდა, მივეცით წიგნები, რესურსები, ტესტებიც კი შედგენილი იყო და პედაგოგებსაც ვუხსნიდით, თავად ჩაეტარებინათ ტესტირება და თავადვე შეემოწმებინათ.

ზოგადად გვინდა, ჩავერთოთ სკოლის განვითარების პროცესში, მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, რომ ხარვეზის გამო კი არ დაისჯება, პირიქით, ექნება ხელშეწყობა...

ასე რომ დიაგნოსტიკური ტესტირება დაგეგმილი გვაქვს, თუმცა დიდი სამუშაოა გასაწევი“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები

არტიუშმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

პატარები პირველ ასო-ბგერებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს

ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა და თან ახლდა ლამაზი მუსიკალური ნომრები და მხიარული განწყობა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება