სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ასპარეზს ახალგაზრდებს ვუთმობ, თუმცა გამოცდაზე გასვლა ჩემი პასუხისმგებლობა მგონია, რადგან 40 წელია სკოლის დირექტორი ვარ“ -აპლიკანტები ტესტირებიდან
22-01-2023
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება დაიწყო 12 საათზე დაიწყო და 5 საათი გაგრძელდება. ცნობისთვის გამოცდაზე 3200-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 49 საგამოცდო ცენტრია  გახსნილი. ტესტირების დაწებამდე აპლიკენტებს რეგისტრაციის გასავლელად ერთი საათი ჰქონდათ, etaloni.ge დირექტორობის მსურველებს გაესაუბრა, რათა მათგან გაეგო როგორი მოლოდინები და განწყობა ჰქონდათ. 

„წაკლის
რაიონიდან გახლავართ, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ ხინიკაძე. მოლოდინებს, რაც შეეხება მოტივირებული ვარ და ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა რამაზ ხინიკაძემ.

„40 წელია სკოლია სკოლის დირექტორად ვმუშაობ. რომ არ გამოვცხადებულიყავი არ ვიქნებოდი სწორი, ეს პირადი პასუხისმგებლობის ამბავი მგონია, თორემ რომ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ უკვე. მიხარია რომ ახალგზრდებს აქვთ სურვილი ამ სფეროში შემოვიდნენ. ვთვლი რომ მათ ჩვენთვის ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ“,- გვითხრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერევის საჯარო სკოლის დირექტორმა მერაბ ასანიძემ.

„თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი, პედაგოგი ვარ. დირექტორობას რაც შეეხება, რაიონში ვაპირებ თუ ტესტი წარმატებით დავწერე. სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ რთულია და ვნახოთ რა იქნება. რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი“, - გვეუბნება აპლიკანტი.

„დადებითი განწყობა მაქვს, გამოცდისთვისაც მოვემზადე და იმედი მაქვს, რომ მოლოდინები გამიმართლდება“, - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჯაყელი.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მომვზადებულვარ გამოცდისთვის, თუმცა მგონია, რომ შედეგს დავდებ. დირექტორობაზე მეტად ამ ეტაპზე სერტიფიკატი მსურს, თუმცა თუ დირექტორად ვიმუშავებ თიანეთში წავალ“, - გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა რომელსაც დირექტორობის გამოცდილება არ აქვს.

„რაიონიდან ჩამოვედი, რადგან პანდემიის დროს ვეღარ ჩატარდა ვფიქრობ, რომ საკითხები გართულებული იქნება, თუმცა მოლოდინები, რა თქმა უნდა, პოზიტიური მაქვს. დირექტორობაზე მეტად საკუთარი ძალების მოსინჯვა მსურს, ასევე ვფიქრობ, ეს გამოცდა გამოცდილების მხრივაც ძალიან დამეხმარება ჩემს პროფესიაში” - გვითხრა პედაგოგმა თამარ მუმლაძემ


იხილეთ: დირექტორობის მსურველებისთვის ტესტირება დღეს, 12:00 საათზე დაიწყება 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება