სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში არ შეინახება მონიშნული პასუხები? - ინფორმაცია დირექტორობის მსურველებისთვის 
20-01-2023
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება. ტესტირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ ცენტრებში, ელექტრონული ფორმით, 2023  წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.

ის 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აპლიკანტები კი საგამოცდო ცენტრში 1 საათით ადრე, 11 საათზე უნდა გამოცხადდნენ. მათ თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტესტირება ელექტრონულად გაიმართება. გამოქვეყნდა შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც დირექტორობის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტის წინა ან მომდევნო გვერდებზე გადასასვლელად ქვემოთ მოცემულ სურათზე მონიშნულ ღილაკებს გამოიყენებს, ტესტის მიმდინარე გვერდზე მონიშნული/ჩაწერილი პასუხები არ შეინახება.



აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

იხილეთ ასევე: 

დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - საგამოცდო ცენტრები ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება