| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

izrune.ge-მომავალ თაობებზე მზრუნველი ინოვაციური პორტალი „ეტალონთან“ ერთად, წლებია დგას მოსწავლეების განათლებისა თუ განვითარების სადარაჯოზე.
პროექტმა, წლების განმავლობაში, ასიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება.
პროექტის ავტორი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი კი თავს არ ზოგავს, „იზრუნელობა“ არა მხოლოდ საინტერესო იყოს, არამედ სახალისოც და განათლების პირადი მენეჯერის დამსახურებით, მშობლებმაც ზუსტად იციან, რა საგნებში არიან მათი შვილები ძლიერები, ან რა მხრივ სჭირდებათ დახმარება...
ამ ყველაფერს დამატებითი ბენეფიტებიც სდევს: ახლახან გოჩა ტყეშელაშვილი izrune.ge-ს ინდივიდუალურ პაკეტში ჩართულ მოსწავლეებს პირადად შეხვდა.
შეხვედრები თბილისსა და ბათუმში გაიმართა, სადაც ბატონმა გოჩამ მოსწავლეებს პორტალის სამომავლო გეგმები გააცნო, უთხრა, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს izrune.ge, ახალ, გლობალურ პროექტზეც ესაუბრა, მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს საქარველოდან, რომელიც იზრუნელებს მალე საერთო მიზნისკენ გააერთიანებს და ისიც გაუმხილა, რომ წარმატების საიდუმლო სწორედ საგანმანათლებლო პროექტებში „იმალება“.
ერთგულ იზრუნელებთან შეხვედრამ მხიარულად ჩაიარა, მოსწავლეებისთვის კი მნიშვნელოვანი იყო „ეტალონისა“ და izrune.ge სულისჩამდგმელის პირადად გაცნობა; ჩვენ, ყველამ, ხომ კარგად ვიცით, რომ ძალა თაობებშია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას