სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობა Minecraft-ის გამოყენებით - ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანტას სოფელი შექმნეს
11-01-2023
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში, პედაგოგმა მარიამ კაპანაძემ, სემესტრის ბოლოს, მე-9 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა „Minecraft-ში“ შობის სოფელი შეექმნათ.

მოსწავლეები სახალისო აქტივობაში - „Creating Santa's village in Minecraft - შექმენით სანტას სოფელი მაინკრაფტში“ - დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ

„საიდუმლო არ არის, რომ მოსწავლეებს უყვართ Minecraft-ის გამოყენებით ბევრი რამის შექმნა. არც ის არის საიდუმლო, რომ Minecraft-ი ეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცითი აზროვნების უნარები (ასევე ხშირად უწოდებენ სივრცითი მსჯელობის უნარებსაც). სივრცითი მსჯელობა მოიცავს  ობიექტების შექმნა-დიზაინს, ორიენტაციას, ობიექტების წარმოსახვას სივრცეში და პერსპექტივის აღქმას...

ჩვენი პროცესი დაიწყო სტრუქტურების ან ელემენტების ბრეინშტორმინგით. როდესაც განვიხილავდით, თუ სად აშენდებოდა სანტას სოფელი, ჩრდილოეთ პოლუსი იყო აშკარა პასუხი, ასე რომ, ჩვენ გვჭირდებოდა თოვლიანი ბიომი.

მას შემდეგ, რაც თოვლიანი ბიომი შეიქმნა, მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა, შეისწავლეს ბიომი, რათა ეპოვათ იდეალური ტერიტორია თავიანთი სოფლის მშენებლობის დასაწყებად. მუშაობის პროცესში კი მათი თოვლიანი სანტას სოფლები დეტალებით ცოცხლდებოდა. სანტას სოფლები მორთული იყო ყველა საახალწლო დეკორაციებით“, - გვიყვება პედაგოგი.

აქტივობაში ჩაერთნენ მოსწავლეები: გიორგი ბზიკაძე, თეკლა ბუცხრიკიძე, გურამ გოგუა და შორენა კალატოზი.

ქუთაისის N35 საჯარო სკოლას გააზრებული აქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეების სურვილებზე მორგებული აქტივობების ჩატარება.

მოსწავლეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება