სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არის თუ არა დამრიგებლობა ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული? - პედაგოგები საუბრობენ, რაში და რატომ იხარჯება კუთვნილი ანაზღაურება სკოლაში
11-01-2023
-
+


მასწავლებლები სადამრიგებლო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ - წლებია აღნიშნულ საკიტხთან დაკავშირებით პედაგოგების უკმაყოფილება არ წყდება. ხელზე ასაღები 80 ლარი დამრიგებლების თქმით, არათუ პირადი მოხმარებისთვისაა საკმარისი, მოსწავლეებზე ზრუნვის ხარჯებსაც კი არ სწვდება.

etaloni.ge დაინტერესდა, რა ხარჯი აქვთ მასწავლებლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას? რის გამო დებენ კლასის ხელმძღვანელები საკუთარი ჯიბიდან თანხებს? ამის გასაგებად საჯარო სკოლის პედაგოგებს გავესაუბრეთ, რომელთა ვინაობასაც მათივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

„დამრიგებლის ანაზღაურება მის ვალდებულებებთან შედარებით არის დაცინვა. იცით დამრიგებლებს რამდენი რამე გვევალება? თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. დამრიგებლების სამუშაო სკოლაში არ მთავრდება. მიდიხარ სახლში, გიწევს მშობლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ხშირად ტელეფონში ჩასარიცხად არ გყოფნის ე.წ. დამრიგებლის ანაზღაურება - თვეში 80 ლარი, იმდენი გაქვს სამსახურეობრივი საქმე“.

„მე, როგორც დამრიგებელი, ვზრუნავ, ბავშვებს ლამაზი და საინტერესო საკლასო გარემო ჰქონდეთ. ამისთვის კი ფინანსებია საჭირო. დაწყებით კლასებს ვასწავლი და რესურსების შექმნაზე თავად მიწევს თანხის ხარჯვა, მშობლებს ვერ დავავალდებულებ, ფულის შეგროვება დაუშვებელია, ვერც სკოლა დაფარავს ყოველთვე თითოეული მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსისთვის განკუთვნილ ხარჯებს. თვეში 80 ლარი ფორმალური ანაზღაურებაა და არა მასწავლებლის მიერ გაწეული შრომის დაფასება“.

„გაზარდეთ მასწავლებლების საბაზო ხელფასი და სადამრიგებლო ანაზღაურება“ - პროფკავშირის მიმართვა მინისტრს

„ყოველთვე ვყიდულობ თაბახის ფურცლებს, ცარცს, მარკერს, დაფის საწმენდს, საწერ კალმებს ბავშვებისთვის (კლასში გვაქვს მუდმივად, ვინმეს რომ სახლში დარჩეს), ასევე თანხის დახარჯვა მიწევს პროფესიული წიგნების შეძენაში. დამრიგებელს გაუთვალისწინებელი ხარჯებიც აქვს, სოციალური ფონიდან გამომდინარე შეიძლება ბავშვი გასვლით ღონისძიებაზე (ექსკურსია, მუზეუმი, თეატრი და ა.შ) უარს ამბობდეს ფინანსების გამო და შენ, მასწავლებელს გული ვერ მოგითმენს, რომ მოსწავლე უფულობის გამო გამოაკლდეს კლასს. დამრიგებლობა, პირველ რიგში, ბავშვებთან ძლიერი ემოციური კავშირია და მზრუნველობა გაკეთებინებს იმდენს, რომ საკუთარ ჯიბეში თანხას არ უყურებ, თუ რამდენს დახარჯავ კლასში“.

„ნამდვილად გვიწევს დამრიგებლებს თანხის გაღება კლასის საჭიროებების გამო, თუმცა ამაზე საუბარი უხერხულია, ამ ყველაფერს მასწავლებლები ჩვენი სურვილით ვაკეთებთ. დამრიგებლის შრომა დაუფასებელია. არ შეიძლება ასეთი დიდი პასუხისმგებლობა ასე მცირედით ფასდებოდეს, თითოეულ ბავშვის წასვლა-მოსვლა, შეფასებები, ქცევა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა - არაფერი უნდა გამოგეპაროს, თმის ღერი რომ ჩამოვარდეთ, პასუხისმგებლები ჩვენ ვართ და ამ ვალდებულებების ფონზე თვის ბოლოს 80 ლარი დაცინვაა. დამრიგებლის ანაზღაურება უნდა გაორმაგდეს კი არა, უნდა გაათმაგდეს“.

ასეთია მასწავლებლების გულწრფელი კომენტარები დამრიგებლის ფუნქციასა და ანაზღაურებაზე. მართალია, სკოლები პედაგოგებს არ ავალდებულებენ, რომ რაიმე ხარჯი გასწიონ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დამრიგებლებს, პროფესიული ვალდებულებებიდან გამომდინარე, საკუთარი ჯიბიდან თანხის გაღება მაინც უწევთ.

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება