| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეები ბათუმის მუზეუმს „ბორჯღალოს“ ესტუმრნენ, სადაც დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები მუზეუმში გაეცნენ, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტებს, ხალხური რეწვის დარგებს, აგრარულ მეურნეობას, ხეზეკვეტის ნიმუშებს და ყოფით ცხოვრებას, შესაბამისი ფოლკლორული სიმღერის თანხლებით. ბავშვებმა ასევე მუზეუმში წარმოდგენილი მანეკენებიც დაათვალიერეს, რომლებიც შრომით საქმნიანობაში ასაკისა და ხასიათის გათვალისწინებით იყო ნაჩვენები. ამის შემდგომ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - „კერამიკა ტრადიციული რეწვა“.
როგორც სკოლაში თქვეს, ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს თიხაზე, შექმნეს საკუთარი ნამუშერები, გამოავლინეს შესაძლებლობები და ხედვები. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობამ მოსწავლეების განწყობაზე დადებითად იმოქმედა და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები იყვნენ ისტორიის მასწავლებელი - ნაირა ყურსუბაძე და კლასის დამრიგებელი - შორენა ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს და მათ ასევე ერთმანეთთან აახლოვებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ