სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხანძრის შედეგად დამწვარ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა
07-11-2016
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა მოინახულა. 1 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად, დაიწვა ამ სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, სასწავლო პროცესი არცერთი დღით არ შეწყვეტილა. 

გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყო სკოლის ახლოს მდებარე კეთილმოწყობილი, გარემონტებული შენობა. 

შენობაში შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი (მერხები, დაფები და ა.შ.). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, როგორც სკოლის ძირითად შენობაში, ასევე გამგეობის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში. სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობა შექმნილია. სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 80 მოსწავლე სწავლობს. მომხდარი ხანძრის გამო, დროებით, ახალ შენობაში სწავლას დაწყებითი კლასების მხოლოდ 9 მოსწავლე აგრძელებს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

საბავშვო ბაღებში სათამაშოების რეცხვისა და დეზინფიცირების სიხშირე კანონით არის დადგენილი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება