სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მისასალმებელია პედაგოგებისთვის საშვებულებო დღეებისა და ხელფასების გაზრდა - ადრე აღმზრდელების ხელფასი იყო 255 ლარი, მასწავლებლებისა 330“
03-12-2022
-
+


„საზოგადოებამ დღეს იხილა განათლების ყველა საფეხურზე სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში ხედვები“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

„2012 წელს, განათლების და მეცნიერების ბიუჯეტი 626 მლნ. ლარი იყო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია 4- ჯერ. ბაღებში, აღმზრდელების ხელფასი 2012 წელს იყო 255 ლარი და დღეს არის 150 %-იანი მატება და აღმზრდელების ხელფასი 2023 წლიდან კიდევ 100 ლარით გაიზრდება. მასწავლებლების ხელფასი 2012 წელს შეადგენდა 330 ლარს. დღეს, 2023 წლის ახალი ბიუჯეტის გათვალისწინებით, სრული დატვირთვის პირობებში, მათი ხელფასი იქნება 1230 ლარი. აქაც არის ხელფასის 4-ჯერ მატება. დამატებით მისასალმებელია პედაგოგებისთვის საშვებულებო დღეების გაზრდა და ასევე, დეკრეტული შვებულების 6 თვემდე გაზრდა, რომელიც მთავრობამ და სამინისტრომ მიიღო“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობაზეც გააკეთა აქცენტი: „ამჟამად მიმდინარეობს 400 სკოლის სატენდერო პროცედურები, სადაც 80 ახალი სკოლაა და 380 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი ამ ორ წელიწადში. შემდგომ იქნება მეორე ტალღაც, სადაც 2026 წლისთვის პრაქტიკულად, საქართველოში ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული, აშენებული და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებული“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება