სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პენსია ყოველწლიურად გაიზრდება - მთავრობამ შშმ ბავშვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
01-12-2022
-
+



სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი 5 დეკემბერს განიხილება

5 დეკემბერს, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომა ჩატარდება, სადაც ავტორიზაციის საკითხებთან ერთად განიხილება ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხი.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, "Zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით და განიხილება:

1. შპს ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხი;

2. შპს „კერძო საშუალო სკოლა დავითიანი ნინო ჩოხელის ავტორიზაციის საკითხი;

3. შპს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N1 სასწავლებლის ავტორიზაციის საკითხი;

4. შპს ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ავტორიზაციის საკითხი;

5. შპს არეას ავტორიზაციის საკითხი.

დასასწრებად გადადით ბმულზე

https://us02web.zoom.us/j/83517277857?pwd=YVk5d2dBVUI0ZW9EOHVWcGJpUmFUQT09#success



პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.

ახალი დოკუმენტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობასთან და გაანგარიშების წესთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

„შემოგვაქვს სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან მოქმედებს პენსიონერებისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ საკითხის წარდგენისას.

აქამდე სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით კი ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

მისი თქმით, სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის. ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდის მიზნით, 2023 წლის ბიუჯეტში დამატებით უკვე გათვალისწინებულია 73 მლნ ლარი.

როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, პროცესი ამით არ დასრულდება და სამინისტრო, მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმ მიმართულებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც ფულადი დახმარება, ასევე შეთავაზებული სერვისები, რომლებიც წლიდან წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდება. პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება