სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესების საყურადღებოდ - განაცხადი ერთი თვით ადრე უნდა წარადგინოთ
01-12-2022
-
+


კლასტერული აკრედიტაციის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეთავაზებული მხარდამჭერი ღონისძიებები

კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, აკრედიტაციის დებულების განახლებული რეგულაციების შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესეულებებს აქვთ შესაძლებლობა, სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელების თხოვნით.

მოსამზადებელი შეხვედრა მიზნად ისახავს სამუშაო ფორმატში თვითშეფასების პროცესის, სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვის, განხორციელების, აგრეთვე აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებას.

აღნიშნული შესაძლებლობის გაჩენიდან დღემდე ექვსმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ისარგებლა ამ მომსახურებით.

ცენტრი მზადაა უფრო აქტიურად გააგრძელოს მოსამზადებელი შეხვედრების ორგანიზება, დაწესებულების მიერ სათანადო შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე.

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია გაგზავნოს წერილი ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge, ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის -Eflow-ს მეშვეობით.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

მოსწავლეებმა პრეზენტაციების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ აქტივობებსა და შემეცნებით თამაშებში
 

კონფერენციაზე ელისაბედ ფანგანი საინტერესო მოხსენებით წარდგა

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება