სიახლეები
ეტალონი

ხარაგაულის მერია „ეტალონის“ გამარჯვებულ სამეულს სპეციალურ პრიზებს გადასცემს
29-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

25 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ არევაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ ფინალურ ეტაპზე თავის მუნიციპალიტეტს წარადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი:

„ეტალონი“ გამორჩეული და განსაკუთრებული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოსწავლეების განვითარებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენაში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ, „ეტალონის“ მეგობარი მუნიციპალიტეტი ვართ, მხარს ვუჭერთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებაშიც დიდი მხარდაჭერა აქვს პროექტს, რომელსაც არაერთი ბედნიერი დღე უჩუქებია მოსწავლეებისთვის.

ვისურვებდი, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცეს, არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. როგორც იცით, ხარაგაულის მასშტაბით პირველ სამეულს სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ, ეს ერთგვარი მოტივაცია და მხარდაჭერაა ჩვენი მხრიდან და მომავალშიც კვლავ მრავალფეროვანი აქტივობებით შეევეცდებით, რომ პროექტს გვერდში ამოვუდგეთ.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი იპაშვილი:

ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ პროექტ „ეტალონის“ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან,ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, რომ სატელევიზიო სივრცესაც უნდა დაუბრუნდეს პროექტი. ბატონი გოჩა ნამდვილად მამულიშვილურ საქმეს აკეთებს და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, წლებია, პროექტს არა როგორც მხოლოდ თანამდებობის პირი, არამედ როგორც პიროვნება, ისე ვგულშემატკივრობ, ვხედავ, რამდენად დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული.

ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია და ჩვენც, ყველანაირად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ პროექტში მათ ჩართულობას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, წლებია პირველი სამეული ჯილდოვდება სხვადასხვა პრიზებით და ამ ტრადიციის დარღვევას არც წელს ვაპირებთ.

ხარაგაულის მერიის წარმომადგენელი ინგა ბერაძე:

თითქმის 10 წელია ხარაგაულის მერია „ეტალონის“ მეგობარია და ნამდვილად გვეამაყება ეს მეგობრობა. „ეტალონი“ ნამდვილად არის ყველაზე ეროვნული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მოსწავლეთა განათლებისა და მოტივაციის მიმართულებით.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ყოველწლიურად გვეხმარება ახალი სახეების აღმოჩენაში, იმ გამორჩეული მოსწავლეების პოვნაში, რომლებიც მარგალიტებივით არიან მიმობნეული ჩვენს სოფლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსება, რომელიც პროექტს აქვს, ის არის, რომ არ უშინდება დაბრკოლებებს, ყოველთვის სიახლეებს გვთავაზობს და ფეხს უწყობს თანამედროვეობას. „ეტალონმა“ შეძლო, პანდემიის პირობებში პროექტის წრამატებით განხორციელება და ჩემპიონატის ფორმატი ბოლომდე მოარგო ონლაინ სივრცეს. ვთვლი, რომ პროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გადალახო ყველა დაბრკოლება, რომ მუდმივად უნდა ვითარდებოდე და არასდროს უნდა ჩერდებოდე. რომ მთავარი სურვილი და მონდომებაა და ყველაფერი შესაძლებელია.  პროექტის განვითარებას სატელევიზო სივრცეში არსებობის პერიოდიდან ვადევნებ თვალს და მიმაჩნია, რომ ნამდვილად გამორჩეული პროგრესი აქვს.

ერთადერთი სურვილი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით მაქვს ის არის, რომ დაუბრუნდეს ღია სივრცეს, რადგან „ეტალონის“ ყოველი ჩამოსვლა ზეიმი იყო მოსწავლეებისთვის და არ გვინდა ეს ზეიმი მოაკლდეთ მოსწავლეებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:  

ძალინა მიხარია, რომ როგორც იქნა პანდემია დასრულდა და დავუბრუნდით ნორმალურ სასწავლო გარემოს, თუმცა „ეტალონის“ სასახელოდ უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პირობებშიც პროექტმა შეძლო, მოსწავლეებისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზება და ონლაინ ფორმატში ჩემპიონატის გამართვა. წელსაც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსწავლეები, ყველა სკოლა მონაწილეობდა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ საკმაოდ მაღალი შედეგებიც ჰქონდათ ხარაგაულის მოსწავლეებს რისთვისაც როგორც მათ, ასევე სკოლებს მადლობა გადავუხადე.

რაც შეეხება გამარჯვებულს, ვიცი რომ ძალიან მოწესრიგებული, ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდაა. ზოგადად მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია ეს პროექტი, რადგან პრაქტიკულად აჯამებენ და კიდევ ერთხელ კითხულობენ და იმეორებენ იმ საკითხებს, რომელიც ისწავლეს. ეს კი მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ცოდნის განმტკიცებისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე:

სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია ნიკოლოზის გამარჯვება, იგი ჩვენი სკოლის „ეტალონი“ მოსწავლეა და ნამდვილად იმსახურებდა „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ხარაგაულის მასშტაბით საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს მოსწავლეებმა და ეს ერთის მხრივ „ეტალონის“ დამსახურებაც არის.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ არსებობა აუცილებელია, იგი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლისადმი დამოკიდებულებაზეც დადებითად აისახება. ჩემპიონატში ყველაზე მეტად მომწონს კითხვების პრინციპი,რომელიც ყველა საგანს მოიცავს დ ავლენს მოსწავლის ზოგად განათლებას, ცოდნას, მათ ლოგიკურ და სააზროვნო უნარებს, ეს კი მნიშვნელოვანია.

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“  ნიკოლოზ არევაძე:

გამარჯვება ძალიან გამიხარდა, სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულად ვემზადებოდი, ვიცოდი როდის გაიმართებოდა „ეტალონი“ და შესაბამისად დროც მქონდა ამისთვის. მინდოდა, რომ ჩემი შედეგი გამეუმჯობესებინა, რასაც საბოლოოდ მივაღწიე კიდეც. მეორედ მივიღე მონაწილეობა „ეტალონში“ და „ხარაგაულის ეტლონი მოსწავლის“ სტატუსიც მოვიპოვე. ყველაზე მეტად რაც მომწონს ის არის, რომ კითხვები თითქმის ყველა საგნიდან მოდის, განსხვავებული მიმართულებებია და ეს საკმაოდ საინტერესოა.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სამინისტრომ მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა - დეტალები 

განათლების 13 მინისტრიდან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი  და გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული

თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები

მშობლებს სკოლიდან შეტყობინებები დაეგზავნებათ - რა ინფორმაციის მიიღებთ მოსწავლეების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი აპლიკაცით 

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

პირველკლასელებმა მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს


 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება