სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

განისაზღვრა, ფულადი ჯილდო 300-დან 5 000 ლარამდე წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის
28-11-2022
-
+


მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულობ. 

დადგენილების მიხედვით, გასაცემი ფულადი ჯილდოს ოდენობები განსხვავდება ჩემპიონატების სახეობებიდან და ადგლიდან გამომდონარე. მწვრთენელბისთვის გასაცემი თანხა 200 ლარიდან იწყება და 2000-მდეა, ხოლო სპორტსმენებისთვის 300ლარიდან 5 000-მდე - დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ ბმულს

პირები, რომლებზეც გაიცემა ფულადი ჯილდო:


ა. საქართველოს ტერიტორიაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენ(-ებ)ზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:

ა.ა) სპორტის ფედერაციამ;

ა.ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;

ა.გ) სხვა უფლებამოსილმა პირმა ან ორგანიზაციამ;

ა.დ) შეჯიბრში მონაწილეობდა პირადი ინიციატივით (სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში);

ბ.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მწვრთნელებზე, რომლებიც  სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში ან/და რეგისტრირებულნი არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ.  გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე;

დ. საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე ვეტერანი სპორტსმენის სტატუსით მოასპარეზე პირებზე;

ე.  პარასპორტსმენებზე/პარაოლიმპიელებზე.

ფულადი ჯილდო არ გაიცემა კომერციულ ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება