| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი ღონისძიება მიეძღვნა მადლიერების დღეს, რომელსაც ამერიკაში 24 ნოემბერს ზეიმობენ.
„ენა და კულტურა ერთმანეთისგან განუყოფელია. უცხო ენის შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან უცხო ქვეყნის კულტურულ და სოციოკულტურულ თავისებურებებს, რაც ამდიდრებს მათ ცოდნა-გამოცდილებას და ეხმარება კულტურული თვითმყოფადობის მნიშვნელობის გაგებაში, საკუთარი ენისა და კულტურის უკეთ გაცნობიერებაში“- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების დეტალებს გვიზიარებენ.
ღონისძიება, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, უცხოური ენების კათედრაზე, ქართული და სომხური სექტორების მოსწავლეთა ერთობლივი მონაწილეობით წარიმართა.
მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, შექმნეს კედლის გაზეთი და წარმოადგინეს პრეზენტაცია. ასევე უყურეს ფილმს მადლიერების დღის წარმოშობასთან დაკავშირებით, ითამაშეს სამაგიდო თამაშები.
უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარე მარინა გვარამაძე გახლავთ, მდივანი კი მანუშაკ ნახაპეტიანია.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას