სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინეს
24-11-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველ კლასში შემოდგომას აქტივობები მოეძღვნა. 

კლასში საზეიმო განწყობა და საშემოდგომო ფუსფუსი იყო, მოსწავლეებმა ბევრი იშრომეს, დახატეს, გააფერადეს, გამოჭრეს, ქვაბები დარეცხეს, დოქები შეავსეს, იმღერეს, დაუკრეს, ლექსები წაიკითხეს და ბოლოს იცეკვეს კიდეც. ფაქტია, რომ პირველკლასელები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მათი დამრიგებელი გიული გაბიტაძეა.

„ძალიან ლამაზი და ფერადი დღე იყო შემოდგომის მიწურულს. მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. საკლასო ზეიმის შემდეგ პატარები დიდ სასკოლო ზეიმს შეუერთდნენ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება