სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
17-04-2018
-
+


ჯვარას საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის მარიამ პაკელიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

გამოფენილი იყო როგორც ნახატები, ასევე მუყაოსგან, ფერადი ძაფებისა და მძივებისგან გაკეთებული სამაჯურები, ყელსაბამები და სხვა ნამუშევრები. 

გამოფენა დაათვალიერეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა. დამთვალიერებლებმა მადლობა გადაუხადეს ნამუშევრების ავტორს და მომავალში წარმატება უსურვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამი პატარაობიდანვე არის დაინტერესებული ხატვით, ქსოვით, ქარგვით.

„მარიამი ირჩევს გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად, შეუძლია თავისუფლად ისაუბროს იმ ემოციაზე, მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებზე რისი გადმოცემაც სურდა ნამუშევრის შესრულებისას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მარიამს მიღებული აქვს მონაწილეობა თეთრიწყაროში ჩატარებულ მხატვრული კითხვის კონკურსში, სადაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„გზას დავულოცავთ ამ ნიჭიერ და მონდომებულ მოსწავლეს და ვუსურვებთ თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება