სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გაიქცა ზოოპარკიდან მაიმუნი და როგორია ვოლიერიდან ლომის გაქცევის ალბათობა - თბილისის ზოოპარკი განმარტებას აკეთებს 
21-11-2022
-
+


თბილისის ზოოპარკის ვოლიერიდან მაიმუნი, ბერბერული მაკაკა გაიქცა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია და  არაერთი კითხვა გააჩინა; რამდენად მყარია ვოლიერები, შესაძლოა თუ არა სხვა ცხოველებმაც შეძლონ ვოლიერიდან გამოსვლა თუ მოინდომეს და ა.შ. - აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკმა განმარტება გააკეთა.

„ალბათ ბევრმა გაიგეთ და ფოტოებიც ნახეთ, ორიოდ დღის წინ ჩვენი ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში რომ წაბრძანდა საუზმეზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიაში ყველას გაუხარდა დილის მოულოდნელი სტუმრის დანახვა და ჯოხებითა და ქვებით არავინ გამოჰკიდებია. პირიქით, ბანანზეც კი დაუპატიჟებიათ...

ახლა, რაც მოხდა, იმაზე.

ჩვენი ბერბერული მაკაკების ვოლიერში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა. ახალი თაობა მოიზარდა და მოყოყლოჩინდა, ძველი თაობა ჯერ კიდევ ყოჩაღობს და პოზიციებს არ თმობს. არ ვიცით, მდედრების ნიადაგზე მოხდა შეტაკება (გაგანია გამრავლების პერიოდი აქვთ ახლა), თუ ეზო-კარის განაწილებაზე, მაგრამ იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული, კუნთმაგარი მამრი წაკინკლავდნენ. არა, წაკინკლავდნენ რბილად ნათქვამია, იჩხუბეს და კარგა გემრიელი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში უფროსმა იმარჯვა და დაჩაგრულმა უმცროსმა რა ქნა? დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა. საერთოდ, მაკაკების სახლიდან გაქცევა არაა ადვილი საქმე. ვოლიერი მათი სახეობისთვის შესაბამისი სტანდარტით არის შემოსაზღვრული - წყლიანი თხრილი, ელექტროღობეები, ბარიერის სიმაღლე - ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაკაკამ სივრცის დატოვება ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნების ზოოპარკების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ხანდახან, შიშის, ან სტრესის პირობებში, ცხოველს მისთვის უჩვეულო ქცევების გამოვლენა შეუძლია. ჰო, ლოგიკური კითხვა იბადება აქ: ხომ შეიძლება, ლომმაც გამოავლინოს უჩვეულო ქცევა? - დიახ, შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო ცხოველების შემთხვევაში ვოლიერის კონსტრუქციის სტანდარტებიც განსაკუთრებით და მეტიც - უკიდურესად მკაცრია. გაქცეული ვაჟბატონი მალევე მშვიდობით მოვაბრუნეთ უკან და ახლა მეტოქეებისგან განცალკევებით გვყავს მოთავსებული.

სამომავლოდ რას ვაპირებთ? ამჟამად ახალ ზოოპარკში ძალიან კარგ, ლამაზ, კეთილმოწყობილ, საინტერესო ვოლიერს ვაშენებთ ბერბერული მაკაკებისთვის და დასრულებისთანავე ყველას, დიდიან-პატარიანად, ახალ სახლში გადავაბარგებთ. იქ გაცილებით დიდი სივრცე (დაახლოებით 1000 კვ.მ) დახვდებათ, ტერიტორიასაც ადვილად გაინაწილებენ და თაობათა ბრძოლაც წარსულს ჩაბარდება“,- ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება