| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ამჯერად, ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის დახმარებით, განახორციელეს პროექტი და შექმნეს კომპლექსური დავალება, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი მიზნად ისახავს – განუვითარდეს მოსწავლეს: ეკოლოგიური წიგნიერება; კვლევა-ძიების უნარი; დაკვირვების უნარი; შემოქმედებითი უნარი; მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი.
პროექტში მონაწილეობდნენ მესამე კლასის მოსწავლეები, რომელთაც მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს გაუზიარეს მრავალფეროვანი ინფორმაცია ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთქმედების შესახებ.
„მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეეცადნენ, ერთმანეთისა და დანარჩენი სასკოლო საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა. „გარემოზე ზრუნვა, საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვაა!“ – თქვა ერთ-ერთმა მესამე კლასელმა, როდესაც გარემოსდაცვით საკითხებზე ვმსჯელობდით.
მესამეკლასელ მოსწავლეებს შევთავაზეთ, განგვეხორციელებინა პროექტი „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად. საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა გონებრივი იერიშის, დისკუსიებისა და მსჯელობების სახით, გააჟღერეს, გაცვალეს ინფორმაციები გარემოს დაბინძურებისა და მასზე ადამიანის მავნე ზემოქმედების შესახებ. საგაკვეთილო საათის ფარგლებში განვიხილეთ: რა იწვევს წყლის დაბინძურებას? რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას? როგორ გადავარჩინოთ გარემო? რატომ უწოდებენ დედამიწას მწვანე პლანეტას? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას?. აგრეთვე, მოსწავლეებმა მე-3 კლასის ქართულის სახელმძღვანელოში შესწავლილი ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსის - „მოფრთხილება უნდა“ მიხედვით შექმნეს მრავალი თვალსაჩინო პლაკატი“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ