სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების კრედოა, სულის გამოძახილი“- ნინო წილოსანი, ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი
10-11-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო წილოსანისთვის მასწავლებლობა მისი ცხოვრების კრედოა. მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია ქმნის ჯანსაღ სასკოლო კლიმატს, რომელიც სკოლაში უფრო მეტად ავითარებს სასკოლო ცხოვრებას. თუ რა აძლევს მოტივაციას და რა ქმნის მისთვის კმაყოფილების განცდას ნინო წილოსანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- საყვარელი ფრაზა...
- თუ ვბედავთ და ვასწავლით, მაშინ ჩვენ თვითონ არ შევწყვიტოთ სწავლა.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია...
- მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების კრედოა, სულის გამოძახილი, დიდი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის სწავლა აღზრდის საქმეში.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- მაღალი თანამშრომლობითი კულტურითა და მეგობრობით ჯანსაღი სასკოლო კლიმატის შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავითარებს სასკოლო ცხოვრებას.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- მოიცა ნინო მასწავლებელო თქვენ ძალიან მკაცრად ექცევით საკუთარ თავს... მიყვარს საქმის დელეგირება ამიტომ რჩევებიც მრავლადაა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა სკოლის ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რის საფუძველზე მოსწავლეებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები აკადემიური თუ კეთილდღეობითი წარმატებებისა უსაფრთხო გარემოში.

- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართვა სასკოლო ცხოვებაში თავიანთი შესაძლებლობის შესაბამისად და ბედნიერი ჟესტი თითოეული მათგანის.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- სწავლა-სწავლების წყნარი, მშვიდი გარემოა, სასკოლო საზოგადოება საქმიანად ფუსფუსებს და წარმატებებს, წარმატებები მოსდევს. მოსწავლეზე ორიენტირებლი პედაგოგიური მიდგომები ინერგება, იქმნება სივრცე კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისათვის ინოვაციური მიდგომების დანერგვით, რომელიც მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ ხარისხზე ისახება

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება