სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხია მაღალია“ - თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
07-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორთან, მარინა გოცირიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ჩემი საყვარელი ფრაზაა - „ახალგაზრდობა დიდი უპირატესობაა, რადგან უსაზღვროა შესაძლებლობები ნებისმიერი  საკითხის შესასწავლად“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის ნიშნავს მოწესრიგებული ცხოვრების, მუშაობის, საქმიანობის განსაკუთრებულ წესებს და ამ წესების ყოველდღიურად დაცვის პასუხისმგებლობას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ეფექტური კომუნიკაცია არის ის, რომელიც სასურველ შედეგს მოგვიტანს.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

ა) მოსწავლეების დაცვა ინტერნეტიდან მიღებული არასასურველი ინფორმაციისგან.

ბ) შესაბამისი კადრების (მასწავლებლების) სწორად შერჩევის მექანიზმის მიგნება.

- მოტივაციას მაძლევს...

- მიღებული სასურველი შედეგი, სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო...

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- სუფევს კეთილგანწყობა სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, არის უსაფრთხო გარემო და რაც მთავარია სწავლა-სწავლების ხარისხია მაღალი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება