სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის პედაგოგის პროფესია ნიშნავს მუდმივ განვითარებას“- მაია ფიცხელაური, სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მასწავლებელი
07-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მასწავლებელი მაია ფიცხელაური გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- საკუთარი თავისა და სხვების აღმოჩენას, მუდმივ განვითარებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათთან მეგობრობის დამყარება საზღვრების ფარგლებში.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- გახსოვდეს, რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- როდესაც შენ მაქსიმალურად იხარჯები, ბავშვები კი არ მოგყვებიენ.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი მოსწავლეების სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- როდესაც სკოლაში მივდივარ და კლასი სრულ მზადყოფნაშია.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება