სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ქვეყნის, ღმერთისა და მომავლის წინაშე“- მაია ჭელიძე, გორელოვკის N3 სკოლის მასწავლებელი
03-11-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია ჭელიძემ ჩვენს ბლიც-კითხვებს უპასუხა. შედეგად, კი გავიგეთ, რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ. 

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?"

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პასუხისმგებლობას ქვეყნის, ღმერთის და მომავლის წინაშე.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

-  სწავლა თამაშით, მეგობრობა, სიყვარული.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- მეტი სიმკაცრე გამოვიჩინო.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- შეინარჩუნო ნებისყოფა და დადებითი ხასიათი.

- მოტივაციას მაძლევს...

- საქმის სიყვარული და  ჩემი გაწეული შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურება.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში..

- არის პოზიტიური გარემო მოსწავლე-მასწავლებლებს შორის. კოლეგიალობაზე, პატივისცემაზე დაფუძნებულია ურთიერთობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება