სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა გასაზრდელია“ - ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე
03-11-2022
-
+


სკოლაში მუშაობა 1995 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ თავდაუზოგადავად ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თვლის, რომ საგანმანათლებლო სივრცეს და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო მეტად არის სკოლა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ განათლების ხარისხსაც ზრდის - ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძემ etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის პირველადი დოკუმენტიც შეაფასა და დირექტორის ახალ სტანდარტზეც გაამახვილა ყურადღება.

- ქალბატონო სოფო, სკოლებს უკვე გადაეგზავნათ პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია, თუ გაეცანით და როგორ შეაფასებდით?

- მეც და ჩემი პედაგოგებიც ყოველთვის მზად ვართ სიახლეების მისაღებად. ნებისმიერი სიახლე ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და მზად არიან, განახორციელონ ის პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც მათ სტატუსის ასამაღლებად სჭირდებათ.

- როგორც ამ დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, გაუქმდა გარე დაკვირვება, აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით პედაგოგებში განსხვავებული მოსაზრებები იყო, ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა. თქვენი აზრით, იყო თუ არა თავის დროზე გარე დაკვირვების შემოტანა საჭირო ან რამდენად სწორია ახლა მისი გაუქმება?

- ჩემი სკოლის პედაგოგები უმეტესობას გავლილი აქვს გარე დაკვირვება. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად კარგი იყო ეს აქტივობა და აჩვენებდა პედაგოგთა ცოდნას, გამოცდილებას ბავშვებთან მიდგომებს. ისინი ამტკიცებდნენ თავიანთ ცოდნას და ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ეს აქტივობა შენარჩუნებულიყო.

- კვლევის შენარჩუნებაზე რას ფიქრობთ?

- ეს კვლევები პედაგოგებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მათ უკვე გაიარეს და გამოცდილებაც აქვთ, ამიტომ არ ვთვლი რომ ეს აქტივობა ზედმეტია ან უნდა გაუქმებულიყო.  

- ანუ თვლით, რომ მხოლოდ გამოცდა, როგორც პედაგოგების ნაწილი ითხოვს საკმარისი არ არის სტატუსის ასამაღლებლად...

- დიახ, ნამდვილად არ მგონია გამოცდა საკმარისი ამისთვის. ვფიქრობ, აუცილებელი პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ დირექტორის სტანდარტზე, თუ გაეცანით და რა იყო სიახლე ?

- დიახ, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად სკოლის დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შენ ხელშია მოზარდი თაობა და ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორც დირექტორზე ისე, რა თქმა უნდა, პედაგოგზე. ამიტომაც ვთვლი, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. რაც შეეხება უშუალოდ სტანდარტს, რა თქმა უნდა ბევრი ვალდებულებაა და ასეც უნდა იყოს. არაფერია ისეთი რაზეც ვიტყოდი რომ, უცხოა ან იმდენად ახალი, რომ ჩემი გაოცება გამოიწვია.

- ქალბატონო სოფიო, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდაზე თუ აპირებთ გასვლას?

- დიახ, ვაპირებ გამოცდაზე გასვლას.

- პროგრამას თუ გაეცანით და ზოგადად როგორ აფასებთ ტესტებს?

- ჩემი აზრით უფრო გამარტივებულია პროგრამა. მოცულობით შეიძლება დიდია, თუმცა ეს კანონები მოქმედი დირექტორებისთვის ან მოვალეობის შემსრულებლებისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

- საკმაოდ დიდი ხანია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობთ, საინტერესოა, თქვენი პოზიცია არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით, თუ არის საკითხი ან მიდგომა, რომელსაც შეცვლიდით?

- ის, რასაც დღეს განათლების სამინისტროს მხრიდან იგეგმება და კეთდება, ამ სიახლეების პოლიტიკა, ვფიქრობ, ძალიან კარგია. ერთადერთი რასაც შევცვლიდი და გავზრდიდი, ეს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაა.

- რას გააკეთებდით ამისთვის, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მშობელთა ჩართულობის გაზრდისთვის?

- ვფიქრობ, მშობელთა ჩართულობისთვის აუცილებელია მათთან მეტი კომუნიკაცია, მეტი ისეთი სასკოლო ღონისძიება, რომელთა განხორციელებაში მშობელთა მონაწილეობა იქნება აუცილებელი, მეტი შეხვედრის მოწყობა... ჩემი აზრით, ასეთი აქტივობები გაზრდის მშობელთა ჩართულობასა და ინტერესს.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, სკოლის შესახებ, რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ და თვლით თუ არა, რომ თქვენი სკოლა წარმატებულია?

- როცა მუშაობა დავიწყე ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში, მაშინ ეს სკოლა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული იყო თავისი მოსწავლეებით, ამ ფაქტით ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ. მახარებს, რომ უახლოეს პერიოდში უკვე რეაბილიტირებული შენობა გვექნება. იანვარში შევძლებთ, რომ განახლებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განვაგრძოთ სასწავლო პროცესი და კიდევ უფრო მეტად წარმატებული მოსწავლეები აღვზარდოთ.

- თქვენი აზრით, მოქმედებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციაზე გარემო?

- რა თქმა უნდა, გარემო მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული სივრცით აღჭურვილობით, კომპიუტერებით და ა.შ. ეს ნამდვილად ზრდის, პედაგოგების მოტივაციას, რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ჩაატარონ, ასევე იზრდება მოსწავლეების მოტივაცია და ინტერესი.

- ქალბატონო სოფიო, თუ გაქვთ ისეთი სურვილი, რომლის განხორციელებაც გსურდათ სკოლაში და ამ დრომდე ვერ შეძელით?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენი სკოლა ძალიან გუნდურია, იმდენად შეკრულია მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი რომ ვერ გეტყვით, თითქოს რაღაც გვინდოდა გაგვეკეთებინა და ვერ შევძელით, იმიტომ რომ ამის ინტერესი ან სურვილი არ იყო. ერთადერთი ახლა რაც მსურს, ის არის რომ მალე დავბრუნდეთ განახლებულ სკოლაში. წელს იუბილეც გვექნება, 100 წლის ხდება ჩვენი სკოლა და ამასთან დაკავშირებით მსურს, რომ  მასშტაბურ ღონისძიება ჩავატარო და ასე გრანდიოზულად შევიდეთ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება