სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს 3 კრიტერიუმით აფასებს - დეტალები
25-10-2022
-
+


„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭებისთვის კანდიდატი 3 მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge -ს საჯარო ინფორმაციის პასუხად განუცხადა, კანდიდატის შერჩევისა და წარმოდგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები:

  1. მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 30-წლიანი გამოცდილება;
  2. საზოგადოებრივი აღიარება;
  3. სამოქალაქო აქტივობა.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ცენტრი გამოავლენს გამარჯვებულ კანდიდატს/კანდიდატებს.

„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების მიზნით, სსიპ - მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, შესაბამისი კანდიდატის გამოსავლენად, ტერიტორიული პრინციპის დაცვით, წერილობით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს. წერილობით მიმართვას თან ერთვის ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმა, რომლის შევსებას უზრუნველყოფს რესურსცენტრი. რესურსცენტრი, წერილობითი მიმართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მიხედვით კანდიდატის შერჩევას და ცენტრში წარმოდგენას", - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მასწავლებლის სახლი გვეუბნება, რომ 2021 წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და სიგელი გადაეცა - 38 მასწავლებელს; ხოლო 2022 წელს რესურსცენტრების მიერ დამსახურებული მასწავლებლის წოდების მისანიჭებლად კანდიდატების წარდგენის პროცესი მიმდინარეა და არ დასრულებულა, ამიტომაც კონკრეტული რაოდენობა, რამდენ პედაგოგს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება არ მოუწოდებიათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება