სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია დაინიშნა - არჩევნებს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ
20-10-2022
-
+


თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია, რომელიც რეალურად ერთადერთი კანდიდატი იყო. 

არცევნები უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მას წინასწარ ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას.

პროფესორ კახაბერ ლორიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების პროცესს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, მაგრამ კენჭისყრის პროცესი სრულად არის გადაღებული.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება