სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებელმა ისეთი საკლასო გარემო უნდა შექმნას, სადაც მოსწავლეები თავს კომფორტულად იგრძნობენ“- თეა ჭკადუა, იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი
19-10-2022
-
+


საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, თეა ჭკადუას კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით  მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში?

- ჩვენს სკოლაში დანერგილია საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში. დაწყებითი სასკოლო პერიოდი თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს ბავშვის მომავალი სასკოლო ცხოვრების ხასიათს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაწყებით კლასებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ყველა მცდელობა მოგვიანებით, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება, ყველაზე დიდი სიფრთხილით სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებულ სიახლეებს უნდა მოვეკიდოთ. ბოლო ათწლეულში განათლების სისტემაში განხორციელებულ ინოვაციებს შორის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში. ტრადიციულად, დაწყებით კლასებში, თითქმის ყველა საგანს ყოველთვის ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ჩვენთვის მეგზურისა და დედის ფუნქციასაც კი ასრულებდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თუ  მოსწავლეები პირველივე კლასიდან მიეჩვევიან სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მათ სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში?

- დირექტორის ახალი სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის; სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს. საკვანნძო საკითხებიდან გამოვყოფდი: პოზიტიური სასწავლო გარემო, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, დემოკრატიული კომპეტენციების ჩარჩო, მდგრადი განვითარების პრინციპები, კონფლიქტების მართვა და ა.შ.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე ?

- საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებლსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ პოზიტიური, მეგობრული, სასიამოვნო სასკოლო გარემო. საკლასო გარემოს შექმნაში მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მცირე დეტალებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად: მერხების განლაგება, დაფის, წიგნების თაროსა და სხვა ნივთების მდებარეობა. მასწავლებელმა ისეთი საკლასო გარემო უნდა შექმნას, სადაც მოსწავლეები კომფორტულად იგრძნობენ თავს და გაუჩნდებათ მასწავლებლის, საკუთარი თავისა და თანატოლების პატივისცემის განცდა.

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?

- ახალი სასწავლო წლისთვის ველოდებით სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სკოლა საჭიროებს ახალი სკოლის შენობას. სკოლის შენობა ავარიულია, არ არის უსაფრთხო, კედლები დაბზარულია, გვესაჭიროება ახალი სკოლის შენობა. სკოლის შენობაში არ გვაქვს სველი წერტილები, რესურსოთახი. სკოლას არ აქვს საკმარისი საკლასო ოთახების რაოდენობა. ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა. ჩვენი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით და რა თქმა უნდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმართველობის დახმარებით, ჩვენი სოფლის საშუალო საფეხურის 15 მოსწავლე სწავლას აგრძელებს სოფელ ჭუბერის სკოლის პარალელურ კლასებში დისტანციურად, რომელიც სოფელ იდლიანის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის გაიხსნა. მოსწავლეებს აღარ უწევთ ტრანსპორტით გადაადგილება უახლოეს სოფელში ტრანსპორტით. ადგილობრივმა თვითმართველობამ სკოლას დროებით სარგებლობაში გადასცა  სოფლის მრავალფუნქციური შენობა, რათა საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ისარგებლონ მასში განთავსებული ოთახებით, რამდენიმე საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ საკლასო ოთახებში. ახალი სკოლის შენობის აშენების შემდეგ, სკოლა გაივლის ავტორიზაციას და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება სწავლა გააგრძელონ ჩვეულებრივ ცვენი სკოლის საკლასო ოთახებში.

- თქვენი აზრით, რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?

- მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს თანამედროვე სწავლა/სწავლების მეთოდებს. სწავლა თანამშრომლობით, დიფერენცირებული სწავლება. დაგეგმილი აქტივობებით ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში იმ უნარების განვითარებას, როგორიცაა: თანამშრომლობა, კრეატიულობა, გადაწყვეტილების მიღება, ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის გაიმართა
დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის ფონზე წარიმართა
სიახლეები
„ველოდებით დასკვნას შემდეგი რეაგირებისთვის. ამ წუთისთვის, მეტის თქმა, სამწუხაროდ, არ შემიძლია“
„არიან პედაგოგები, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ, რომ უნდა უყვირონ ბავშვს, უნდა ეჩხუბონ, მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა  თვლიან, რომ ეს არაფერი არ არის“
მოსწავლის ბულინგზე სკოლაში შიდაგამოძიება დაიწყო - „გამოწვევაა ბავშვებს შორის ძალადობა“...
პიროვნება
„მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი, მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებასა და სასკოლო საზოგადოების საქმიანობაში“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც პედაგოგთა, ასევე მოსწავლეთათვის
მოსწავლეებმა, ახალი სასწავლო წელი, ახალი იმედებით, გაორმაგებული ენთუზიაზმითა და დიდი შემართებით დაიწყეს
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს
საინტერესო
ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოსწავლეს უცხო ენის სწავლა უჭირს
მასწავლებელი უკვე ახსნილ ასოს წერს დაფაზე, მოსწავლეებმა კი პირველებმა უნდა ამოიცნონ დაწერილი ასო
როგორ უნდა გახდე უკეთესი მასწავლებელი? - ამისთვის უცხოელი მკვლევარები 2 ძირითად რჩევებს გთავაზობთ
სიახლეები
საზოგადოება