სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასები 9.5%-ით გაიზარდა - საქსტატი
11-10-2022
-
+


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით 9.8 პროცენტით გაიზარდა);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 075.3 ლარი (წინა წელთან შედარებით 12.0 პროცენტით გაიზარდა);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა).

მათივე ინფორმაციით, 2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 537.9 ლარით განისაზღვრა.

„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში - 10.8 პროცენტი, კაცებში - 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების საშუალო თვიურ ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.

2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით, 291.4 ლარით ნაკლებიიყო.

ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა.

2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 10.2 პროცენტით გაიზარდა და 1 347.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 346.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.6 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 045.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2021 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 8.1 პროცენტით და 1 228.0 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს აქვთ.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება