სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თამაში, რომელიც მომხმარებლებს შემეცნებით პროცესში დაეხმარება NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს
07-10-2022
-
+


გვინდა, გაგაცნოთ ახალგაზრდები, რომლებიც STEM დარგების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და თავიანთი გამოგონებებითა და პროექტებით გლობალურ გამოწვევებზეც მუშაობენ.

ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი - NASA Space Apps Challenge ჩატარდა, ღონისძიების მთავარი მასპინძელი კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ. ორი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებმა NASA-ს რეალურ მონაცემებზე, ასევე პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებასა და ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავეს. საკუთარი პროექტის შექმნისთვის ჰაკათონის მონაწილეებს 48 საათი ჰქონდათ გამოყოფილი. 100-ზე მეტ მონაწილეს შორის KIU-ს ნოვატორი სტუდენტები გიორგი ჩაფიძე და დიმა ჩუბინიძეც იყვნენ. ახალგაზრდებმა პროექტი - „Space T-Rex“ შექმნეს. სტუდენტების თქმით, ეს არის თამაში, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ერთობა და ამავდროულად შემეცნებით ინფორმაციასაც იღებს. მთავარი პერსონაჟი კოსმონავტის ფორმაში ჩაცმული ტირანოზავრია, რომელიც ნასასთან ერთად კოსმოსში მოგზაურობს და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევითი ცენტრის აღმოჩენებსა და მიღწევებს ეცნობა .

„თამაშის შექმნის მთავარი მიზანი ადამიანების იმ ნაწილის დაინტერესება გახლდათ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ნასას მიღწევებზე ან რომლებმაც უკვე იციან და უბრალოდ ცოდნის გაღრმავება სურთ. კოსმონავტის ფორმაში ჩაცმული ტირანოზავრის უკან ტელესკოპით გადაღებული ფოტოები ჩანს, სურათები იცვლება და როდესაც წააგებ იმ მოვლენის შესახებ მიიღებ ინფორმაციას, რაც ფოტოზეა ასახული. შეიძლება იფიქროთ, რატომ უნდა წავაგო? პასუხი მარტივია - უბრალოდ შეუძლებელია, რადგან თამაში ისე სწრაფდება, სადღაც აუცილებლად დამარცხდები. ასე რომ, ინფორმაციას ნასას მიღწევების შესახებ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებ“, - გვიყვება გიორგი ჩაფიჩაძე.

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტს/გუნდს შორის სწორედ  - „Space T-Rex“ დაასახელა. გიორგისა და დიმას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია 2 000 ლარის ოდენობით გადასცა. გამარჯვებულები KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ დააჯილდოვა. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ვორკშოპებსა და მასტერკლასებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.
„ამ პროექტის მთავარი მიზანი ხალხის დაინტერესებაა. ჩვენი აზრით, ჟიურის წევრებს იმიტომ მოეწონათ პროექტი, რომ - „Space t-rex”- ს ინფორმაცია მიაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვა შემთხვევაში ნასას აღმოჩენებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას არ მოძებნიდნენ. ეს კი კრეატიულად ჭრის ხალხის დაინტერესების პრობლემას“, - აცხადებს დიმა ჩუბინიძე.

ახალგაზდრა გამომგონებლები KIU-ს მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების პირველი კურსის სტუდენტები არიან. დამთავრებული აქვთ თერჯოლის კერძო სკოლა "მზეკაბანი-2007" ოქროს მედალზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტები (გიორგიმ 50%, დიმამ 100%). აქტიური და მიზანდასახული ბიჭები სკოლის პერიოდში არაერთ ოლიმპიადასა და კონკურსში მონაწილეობდნენ, მათ შორის, KIU-ს მიერ გამოცხადებულ მათემატიკის კონკურსში - „KIU π-Day Math Contest 2022”. დიმა ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მათი მიღწევებისა და წამატებების გათვალისწინებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს, KIU-ს გრანტების ფონდიდან სხვადასხვა სახის  დაფინანსება გამოუყო. ორივე მათგანს დაენიშნა საუნივერსიტეტო სტიპენდია, გიორგის დაუფინანსდა სწავლის გადასახადი (დარჩენილი 50 %), დიმას კი სტუდენტური საცხოვრებელი (50%-ით). წინ დიდი გეგმები აქვთ. სურთ, სიღრმისეულ ცოდნას დაეუფლონ KIU-ში ქართველი და უცხოელი მეცნიერების დახმარებით. დარწმუნებული არიან, რომ შთამბეჭდავი საუნივერსიტეტო ცხოვრება ელით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება