სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა კათედრის მოვალეობაა
03-10-2022
-
+


მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია, საგნობრივი კათედრა ფორმალურად და არაფორმალურად პასუხისმგებელია სწავლისა და სწავლების ხარისხზე. ხარისხის მართვის ციკლი უწყვეტი პროცესია (იხილეთ სქემა), რომელიც თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია საგნის მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე.

პროფესიული განვითარება არის განათლების სისტემის პრიორიტეტული ამოცანა, გამომდინარე აქედან, სკოლის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სწორედ კათედრის მოვალეობაა. მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება განსაზღვრული აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით. გარდა ამისა, პედაგოგის ანაზღაურება უშუალოდ უკავშირდება მის პროფესიონალიზმს. ანაზღაურების ინდივიდუალიზაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის ხარისხს.

პროფესიული განვითარება, თავის მხრივ – ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენას. ამ ეტაპების შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა მიზნობრივი მექანიზმების/ინტერვენციების შემუშავება და მათზე დაკვირვება.

როგორ შეიძლება კათედრა დაეხმაროს მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში? - ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი, ხარისხის მართვის ჯგუფისა თუ კოლეგების მიერ მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და სხვა. მნიშვნელოვანია კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება