სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთავისის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის საგზური მოიპოვა
29-09-2022
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 5 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან სამი - მალხაზ მცხვეთაძე, გვანცა გამხიტაშვილი და გიორგი კეკელაშვილი მეორე ტურში გადავიდა. ისინი „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

კასპის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება