სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლაში სასწავლო სეზონი ღონისძიებით გაიხსნა
23-09-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდ მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„საქართველოს ათასობით სკოლის ზეიმს ვუერთდებით ზინობიანის საჯარო სკოლაც და ჩვენი ქვეყნის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებსა და შემოქმედითობას ამ ახალ სასწავლო წელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება