| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება... ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, მესამე პიკი, რა თქმა უნდა, იქნება,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, აღნიშნული უკავშირდება დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრას, უფრო მეტ მჭიდრო კონტაქტს.
“წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო. გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაისი-ივნისში. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდებოდა. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში”
მან კორონავირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ კორონავირუსის შემთხვევები აუცილებლად მოიმატებს, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება სერიოზული მატება და მნიშვნელოვანი ზეწოლა სტაციონარულ სექტორზე“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე
საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა